ნინო ქადაგიძე-ჟვანია გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიშს უხდის. დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
ის ამბობს, რომ მისმა შვილმა დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს, თუმცა არ ეთანხმება ბრალის დამძიმებას, რომლის თანახმადაც, ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
"მთვარი ჩემთვის რაც იყო, რომ ბავშვი გადარჩა და მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელადაა. მეორე არის ის, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორც მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. პასუხისმეგბლობას არ გავურბივართ - ამბობს ნინო ჟვანია.
გარდა ამისა, დღეს ის გოგი თოფაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოფაძეებს ისინი არა საქმის მოსაგვარებლად, არამედ ბოდიშის მოსახდელად ურეკავდნენ.
კომენტარი პროცესზე შესვლამდე არ გააკეთა ადვოკატმა ირმა ჭკაუდამ. მთელი ორი დღის განმავლობაში ჭკადუა არ ადასტურებდა,. რომ ბუსა ჟვანია ინტერესებს ის დაიცვდა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონსიძბაზე დასასწრებად, სწორედ ჭკადუა მივიდა.
ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. სავარაუდოდ პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარეს, რადგან ირმა ჭკადუამ პროცესზე შესვლის წინ კომენტარი არ გააკეთა.
დაპირისპირება კი ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.
ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.