"არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს" - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისი სიტყვით გამოსვლისას, შეძახილებს. ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი რუსთაველის გამზირზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქადაგიშვილს იცნობს და მასთან "კარგი ურთიერთობაც" ჰქონდა.
შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატი ქადაგიშვილი არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მისამართით სიტყვა "მოღალატე" გამოიყენა, თუმცა ამბობს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა ნამდვილად გააპროტესტა.