
რუსი ოკუპანტების მიერ, უკრაინის ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი Telegram-ზე ავრცელებს.
მისივე ცნობით, 16 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის 8 ექიმია.
გარდაცვლილია ორი მამაკაცი - 69 და 57 წლის. გარდა სამედიცინო დაწესებულებისა და ვეტერინარული კლინიკისა, დაზიანდა სპორტული კომპლექსი და სასწავლო დაწესებულება. ასევე რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი და კერძო სახლი. დაზიანდა 12 მანქანა.
აგრესორმა ნიკოპოლიც დაბომბა მძიმე არტილერიით. მსხვერპლი არ ყოფილა. დაზიანდა სპორტული დაწესებულება და კერძო სახლი" - წერს ლისაკი.
შეგახსენებთ, დნიპროში რუსებმა დღეს საავადმყოფო დაბომბეს. ფაქტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომის დანაშაულად შეაფასა.