დნიპროს საავადმყოფოზე თავდასხმა ომის დანაშაულია - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დნიპროში, საავადმყოფოზე თავდასხმას ომის დანაშაულად აფასებს. უწყება გმობს მომხდარს და აცხდებს, რომ ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები კიევში, ისევე როგორც ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, მიმართულია სამოქალაქო ობიექტებზე და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას.

შეგახსენებთ, დნიპროში, საავადმყოფოზე თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 25. მათ შორის ბავშვებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი