ვუთხარი, რომ ხმისთვის დაეწია, მხარზე მოვკიდე ხელი - დავით თევზაძე ქადაგიშვილზე

გამოქვეყნდა:

ერთადერთი ვინც დღეს პრეზიდენტი დაიცვა მისი მრჩეველი დავით თევზაძე იყო. სამთავრობო ლოჟიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის შეძახილების შემდეგ, თევზაძემ მას შენიშვნა მისცა:

"ცოტა ხმამაღლა თქვა რაღაცა და გავაჩერე. ცოტა რაღაცა თქვა ხმამაღლა. ცოტა ხმამაღლა იყო და იქაურობას არ ეკადრებოდა, ამიტომ ვუთხარი, რომ ხმისთვის დაეწია, მეტი არაფერი. მე მხარზე მოვკიდე ხელი, ვუთხარი არ იყვირო მეთქი, ვსო" - თქვა დავით თევზაძემ "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას მოღალატე დაუძახა, თუმცა არ მალავს რომ მისი სიტყვით უკმაყოფილო დარჩა. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი