
მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა საკითხს ფრენების გაუქმებასა და ნორმალურ საჰაერო გადატანის განახლებაზე და ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ეს ჩვენი საქმე არაა - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას. ამით პუტინმა "ქართულ ოცნებასთან" ფარული მოლაპარაკებები სააშკარაოზე გამოიტანა და დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ოლიგარქის გუნდის საპასუხოდ მიიღო.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იმასაც ამბობს,რომ ქართული საზოგადოებისგან ამ ნაბიჯის გამო მადლობას ელოდა და ვნებათაღელვა რომელიც ფრენების აღდგენამ გამოიწვია მისთვის სრულიად გაუგებარია.
პუტინის ამ განცხადებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ოფიციალური თბილისს ბრალდებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია.
დილიდან ქვეყნის პირველი პირები საგარეო საქმეთა სამინისტროში არიან შეკრებილი,თუმცა ჯერჯერობით არც პრემიერს, არც საგარეო საქმეთა მინისტრსა და არც პრეზიდენტს პუტინის მხილებაზე საპასუხო განცხადება არ გაუკეთებიათ.
იხილეთ პუტინის განცხადებები: