სრულიად გაუგებარია ასეთი აჟიოტაჟის ატეხა პროტოკოლზე - დარჩიაშვილის პასუხი პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პროტოკოლთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა. დარჩიაშვილი ამბობს, რომ ქართული დიასპორის ფორუმზე პროტოკოლი არ დარღვეულა და უწყება ისევ იმ სტანდარტით მუშაობს, რაც მანამდე იყო.

"ჩემს მიერ ღონისძიების გახსნის მერე, პირველი გამობრძანდა [პრეზიდენტი], მიმართა აუდიტორიას და საზოგადოებას, შესაბამისად, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო. მე ვფიქრობ, რომ სრულიად გაუგებარია ასეთი აჟიოტაჟის ატეხა ამ საკითხის გარშემო, მე მახსოვს ძველი შემთხვევა ელჩების კონფერენციის დროს.

ჩვენ იგივე სტანდარტით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით მანამდე და ამიტომ არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, როგორი პრინციპით ხდება ამ ადგილების გადანაწილება.

პროტოკოლის შესაბამისი სამსახურები ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე პრემიერმინისტრის სახელმწიფო კანცელარიაში შესაბამისი პროტოკოლის სამსახური, არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები, ამიტომ მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, სცენის მიღმა მათი შრომა ძალიან დიდია", - თქვა დარჩიაშვილმა, რომლის სამინისტრომაც დღეს დიასპორის ფორუმს უმასპინძლა.

ქართული დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა პროტოკოლის დარღვევასა და პრეზიდენტის ინსტიტუციის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე მისთვის გამოყოფილი ადგილი არ შეესაბამებოდა პრეზიდენტის ადგილს, რის გამოც ის ფეხზე მდგომი ელოდებოდა როდის დაიწყებდა სიტყვით მიმართვას.

პროტესტის ნიშნად, სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა ღონისძიება დატოვა და მის დასრულებას არ დაელოდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი