რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის დასვენებისა და ევროპაში გამგზავრების საუკეთესო შესაძლებლობა ხდება. გარდა იმისა, რომ ორმხრივი ფრენების განახლება მათ კომფორტული მგზავრობის საშუალებას აძლევს, ასევე ევროპაშიც უკვე მარტივად და იაფად ჩაფრინდებიან.
სოციალურ ქსელში, სულ უფრო მეტი რუსული ტურისტული კომპანიის სარეკლამო განცხადება იძებნება. ისინი რუსეთის მოქალაქეებზე ტურებს ყიდიან საქართველოში, ან საქართველოს გავლით ევროპაში სამოგზაუროდ.
საქართველოს აეროპორტები შესაძლოა მალე გახდეს ის ადგილი, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები მესამე ქვეყანაში მარტივად გაემგზავრებიან