"როდესაც პუტინი საუბრობდა, რომ ვინც ითხოვდა ფრენების აღდგენას ის აპროტესტებს, გულისხმობდა ნაცმოძრაობას" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"როდესაც პუტინი საუბრობდა, რომ ვინც ითხოვდა ფრენების აღდგენას ის აპროტესტებს, გულისხმობდა ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და პუტინის განცხადებებს ეხმაურება, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულმა რეაქციებმა და პროტესტმა გააკვირვა.

რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენ არ გამოგვიხატია, თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა ფრენების აღდგენას ის აპროტესტებს, როგორც ჩანს, გულისხმობდა ნაცმოძრაობას.

ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ნაცმოძრაობა როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი და ასევე აქტიურად ითხოვდა უვიზო მიმოსვლას. აბა ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. მან თქვა, რომ გაუკვირდა პროტესტი იმათი მხრიდან, ვინც ამას ითხოვდა. ეს გააპროტესტა ნაცმოძრაობამ და თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაწესებოდა უვიზო მიმოსვლა. უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, - ამბობს კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი