"რა თქმა უნდა, "ოცნებას" არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა - ამაში ცუდი არაფერია" | კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე უარყოფს, რომ მმართველ გუნდს რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები აქვს. კალაძის სიტყვებით პუტინი გაკვირვებული იყო იმ ადამიანების რეაქციებით, რომლებიც თავის დროზე რუსეთთან ფრენების აღდგენას ითხოვდნენ, ახლა კი ამას აპროტესტებდნენ.

"რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან, დარწმუნებული ვარ, განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ.", - თქვა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე ფიქრობს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაში, ცუდი არაფერია.

"ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა. როგორც იცით, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო ამ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, დღეს იმის შესაძლებლობაა, რომ არამხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან ერევნის გავლით, არამედ პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერია. ასევე ის, რომ ქართველს საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არაა", - თქვა კალაძემ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საქართველოში რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მადლობას ელოდა, თუმცა "გაუგებარი ქარიშხალი" მიიღო.

გარდა ამისა, პუტინის თქმითვე, ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი