არჩევნებში გამარჯვება ერდოღანს წინასწარ პუტინმაც მიულოცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა. 

როგორც ТАСС კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, პუტინი აფასებს ერდოღანის წვლილს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში და დაადასტურა მზადყოფნა დიალოგის გასაგრძელებლად. 

პუტინი მიიჩნევს, რომ ერდოღანის არჩევნებში გამარჯვება თურქეთის სუვერენიტეტის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების შედეგია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა,  და უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ერდოღანს გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცეს. 
გარდა ამისა, თურქეთში ერდოღანის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ, თუმცა ოფიციალური შედეგები ჯერ გამოცხადებულა.

იხილეთ ასევე:
Anadolu: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი