ღარიბაშვილი ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას, ორბანის მსგავსად, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ულოცავს. 

როგორც ღარიბაშვილი წერს, საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს შორის. 

"ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!
თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს.
მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა" - წერს ღარიბაშვილი

ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება 
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა
.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი