ALDE-ს განცხადებას არ გავცნობილვარ, სადაც სიცრუეა, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ALDE-ს რეზოლუცია მისთვის საინტერესო არაა და ის აღნიშნულს არ გაცნობია.

ღუდუშაურის თქმით, რეზოლუცია საქართველოში არსებულ რეალობასთან აცდენილია.

"ALDE-ს განცხადებას არ გავცნობილვარ და ვფიქრობ, არცაა საინტერესო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ბუნებრივია ამ ყველაფერს საერთო არ აქვს არც ობიექტურ რეალობასთან, არც საქართველოს ინტერესთან, არც ქართველი ხალხის ინტერესთან.

ALDE-ს განცხადება არის ხაბეიშვილის მიერ არ ვიცი, ქართულად თუ ქურქუმალვაითურათ დაწერილი რაღაც ტექსტი, რომელსაც ცდილობს რომ ALDE-დ...გინდა ALDE-ს ხელმოწერა ახლდეს, ან ბეჭედი ჰქონდეს დასმული ან ნებისმიერი  სხვა, სადაც არის აცდენილი რეალობა, სადაც სიცრუეა, ბუნებრივია ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

ALDE-მ რეზოლუცია 28 მაისს მიიღო. რეზოლუცია "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერაა ინიცირებული და მის ტექსტზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია: “გირჩი მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ლელო საქართველოსთვის” მუშაობდა.

რეზოლუციაში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლება. გარდა ამისა, პარტია ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი