პოლიტპატიმრები და ოლიგარქიული მმართველობა | ALDE-მ საქართველოს EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრები და ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში - ამის შესახებ ALDE-ს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაშია საუბარი, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებელმა" წარადგინა და საქართველოს EU-სა და NATO-ში ინტეგრაციას ეხებოდა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა "შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი".

პარტიის ცნობით, დოკუმენტის ტექსტის დამუშავებაში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: “გირჩი მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკელები”, “თავისიფალი დემოკრატები” და “ლელო საქართველოსთვის”. ტექსტის დამუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპული პარტიებიც.

"ახალი რეზოლუცია ბევრად მწვავე და კრიტიკულია, ვიდრე აქამდე მხარდაჭერილი სხვა დოკუმენტები. ევროპარლამემტარები დოკუმენტით მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. აქვე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტონ რუსეთთან “ფლირტი”, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი რეფორმების არ შესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით. ასევე შეწყვიტოს ანტიდასავლური კამპანია და პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილი", - წერს "სტრატეგია აღმაშენებელი" გავრცელებულ განცხადებაში. 

რეზოლუციის ტექსტი სრულად:

ადასტურებს:

  • მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.
  • მტკიცე მხარდაჭერას რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდგომ.

ხაზგასმით აღნიშნავს:

  • 2022 წლის 28 თებერვალს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება (CFSP) 2022/335, რომელითაც შეიცვალა გადაწყვეტილება 2014/512/CFSP. შედეგად, დააწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ევროკავშირის საჰაერო სივრცის რაიმე ფორმით გამოყენებას უკრძალავს რუსულ ავია გადამზიდებს, რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს, ნებისმიერ არარუსულ  თვითმფრინავს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეს ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს,ორგანოს ან დაწესებულებას ან სხვაგვარად კონტროლდება მათ მიერ.

მწუხარებას გამოთქვამს:

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ.
  • საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რუსული ავიახაზებისთვის ნებართვის გაცემის შესახებ, რათა განახორციელონ ყოველდღიური ფრენებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
  • ქართველი ჩინოვნიკების განცხადებებზე სადაც ისინი, დასავლეთსა და ევროპულ ინსტიტუტებს ადანაშაულებენ თითქოს მათ სურთ საქართველოს „ჩათრიონ“ ომში, რითაც ძირს უთხრიან ევროკავშირის იმიჯს საზოგადოების თვალში და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას ეხმარება.
  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გადაწვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესვლის უფლება მიეცათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის-სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლური სანქციების ქვეშ არიან.
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“:

  • მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსული ავიაციის მიმართ. ფხიზლად იყოს პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება.
  • შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი  ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით.
  • შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავებით.
  • შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია.
  • შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი