
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან არის მცდელობა, პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებები შეუზღუდონ. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება 26 მაისს, მმართველი გუნდის წევრების ქცევის გადაფარვას უკავშირდება.
მსხილაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო მისი ხასიათი.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუცია და ინსტიტუტი, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად მეორეს ვუყურებთ. ამის ნათელი მაგალითი იყო 26 მაისი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს პრეზიდენტს, იყო ყოვლად დაუშვებელი. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობს "ქართული ოცნება", ვერ ვხდები, რაოცა საქმით მეორეს აკეთებენ.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას აღიქვამს ძალიან მტკივნეულად. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, არ უნდა უპასუხონ ისე, როგორც 26 მაისს, როცა, ჩემთვის პირადად, ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და დაგროვილი ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა.
[ქადაგიშვილს გულისხმობთ?] რა თქმა უნდა. [...]ბოლო წინადადება იყო, რომ გარკვეული შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს საერთოდ, ის ყველას პრეზიდენტია და დიდი მადლობა, ჩვენ თვითონ, როგორმე, საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? "ქართული ოცნება" ამ განცხადებით მე ვფიქრობ ცდილობს, 26 მაისის მათი ქცევა რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო მისი ხასიათი. მასზე ასეთი პრევენცია და ასეთი ზემოქმედება არ მოქმედებს", – განაცხადა მსხილაძემ.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება გააკრიტიკა.
პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ "ოცნებამ" ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ზურაბიშვილის "ბოლოდროინდელი ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას".
მმართველი გუნდი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ისინი ზურაბიშვილის კრიტიკისგან თავს შეიკავებენ, რადგან მათ უნდა დაიცვან "პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს".
ნახეთ ზურაბიშვილის განცხადებები 26 მაისს: