
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს - სალომე ზურაბიშვილის სიტყვები დღეს მისმა საპარლამენტო მდივანმა გაიმეორა.
"მთავარია თავისუფლება, მეც ამას გეტყვით. [არ შეიწყალებს ნიკა გვარამიას?] როგორ გითხრათ, ვერ გეტყვით, წინასწარ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია თავისუფლება. პრეზიდენტი რას გააკეთებს ამას ვერც მე ვერ გეტყვით, უბრალოდ არ ვიცი. მთავარია თავისუფლება, როგორც გინდათ ისე გაიგეთ", - ამბობს გიორგი მსხილაძე.
ცნობისთვის, 16 მაისს ერთი წელი შესრულდა, რაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაშია. სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, ხელმომწერთა შორის იყო პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი. ამ მოთხოვნით რეზიდენციასთან აქციაც გაიმართა.