
ენმ პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს. დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, ღარიბაშვილმა უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს საქართველოს მთავრობა ქვეყნის მტერთან, ქართველი ხალხის ზურგს უკან.
"მთელი მსოფლიო ხედავს, რომ „რუსული ოცნების“ ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნის საპასუხოდ მიიღო მან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.
ვინ აწარმოებდა მტერთან ფარულ მოლაპარაკებებს, ვინ არის ეს პირი ან პირთა წრე, ვინც ქართველი ხალხის ზურგს უკან მტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს? რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ? რა სხვა საკითხები განიხილებოდა ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპანტთან? მაგალითად, განიხილებოდა თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? ამ საკითხებზე ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს.
დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა. ღარიბაშვილთან ერთად ქვეყნის რუსიფიკაციის, მოღალატეობრივ საქმეში წვლილი მიუძღვის პარლამენტის თითოეულ წევრსაც, რომელიც ტოტალურ პოლიტიკურ მორჩილებას ირჩევს ქვეყნის ინტერესის ნაცვლად. გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აკრძალავდა რუსი სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლას, რომლებიც აკრძალავდა
ეკონომიკურ საქმიანობას იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც დარღვეული აქვთ „ოკუპაციის შესახებ კანონი“. საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობები შექმენით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. იზრდება მათი დეპოზიტები მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში მხოლოდ სესხები იზრდება და არა დეპოზიტები.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა საკითხს ფრენების გაუქმებასა და ნორმალურ საჰაერო გადატანის განახლებაზე და ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ეს ჩვენი საქმე არაა - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
ამით პუტინმა "ქართულ ოცნებასთან" ფარული მოლაპარაკებები სააშკარაოზე გამოიტანა და დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ოლიგარქის გუნდის საპასუხოდ მიიღო.
იხილეთ პუტინის განცხადებები: