რუსეთმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას კომიტეტი თავად ავრცელებს.

"უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ფაქტზე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის სახელით, მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით აღძრა (ტერორისტული აქტი)," - წერს კომიტეტი განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ საქმეს "გამოცდილი" გამომძიებლები და კრიმინალისტები იძიებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქს თავს 8 დრონით დაესხნენ და ხუთი მათგანი ჩამოაგდეს., სამი მათგანი კი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გააუნებელყვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი