
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს შეფასებით, რუსეთის ბოლო თავდასხმები კიევზე არის პუტინის პასუხი ყველასთვის, ვისაც სამშვიდობო პროცესი სურს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით პუტინი აჩვენებს, რომ არ აპირებს ომის შეჩერებას და გეგმავს გააგრძელოს ესკალაცია:
"ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევმა გადაიტანა რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის სამი ტალღა.
ეს თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი სერიოზულად არ არის განწყობილი თავისი ომის შეჩერებაზე და მას სურს გააგრძელოს ესკალაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ
ეს თავდასხმები არის კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს არაჰუმანური და ბარბაროსული გზით. ეს არის ასევე პუტინის მკაფიო პასუხი ყველას, ვისაც სამშვიდობო პროცესი სურს. ეს აჩვენებს, რომ პუტინი მზად არ არის შეაჩეროს მისი ომი და აპირებს გააგრძელოს ესკალაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ" - განაცხადა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, მაისში რუსმა დამპყრობლებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით 17-ჯერ შეუტიეს. უკრაინის დედაქალაქმა ერთ დღეში სამ ასეთ თავდასხმას გაუძლო.
30 მაისის ღამეს მტერმა დედაქალაქს კიდევ ერთხელ შეუტია დრონებით. დაშავდა 11 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი ქალი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 31 -დან განადგურდა 29 ერთეული შაჰიდის დრონი კიევის ცაზე.
იხილეთ ასევე: