
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კონტრშეტევის შეკავების მიზნით, ახალი "საჰაერო კამპანია" დაიწყო, თუმცა კიევზე კონცენტრაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსკოვს, შეაკავოს უკრაინის კონტრშეტევა.
ISW-ის ცნობით, 28-29 მაისს ღამით რუსეთმა ირანული წარმოების ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით უკრაინაზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. ექსპერტები უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსეთის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი, ასევე ლვოვი, მიკოლაევი და ოდესა იყო.
"28 მაისს რუსულმა ძალებმა შედარებით მეტი რაკეტები გაუშვეს ვიდრე დარტყმების ბოლო სერიაში. ISW მანამდე წერდა, რომ რუსეთის ძალებმა ბოლო თვეებში უკრაინის კონტრშეტევების შესაძლებლობების შესამცირებლად, ახალი შეზღუდული კამპანია დაიწყეს, მაგრამ ის, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტია კიევზე დამიზნება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის კამპანიის უნარს, მნიშვნელოვნად შეზღუდოს უკრაინის პოტენციური კონტრშეტევები", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.