"საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. შარშან საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინაც, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარად გამორჩეულები ვიყავით. ამ ყველაფრის გათავალისწინებით ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მოედანზე".
წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ბრატისლავაში პრემიერის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. იხილეთ: