
კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად - ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში? - ამ შეკითხვით თავმჯდომარე კობახიძე ჟურნალისტებს მიმართავს და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გამართლებას ცდილობს, სადაც ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ფაქტობრივად ნატოს დააბრალა.
"ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა" - ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ ის, რაც ღარიბაშვილმა ბრატისლავაში თქვა, ფაქტის კონსტანტანცია იყო.
ჟურნალისტების შეკითხვაზე- უკრაინაში შეჭრის მიზეზი არის თუ არა ის, რომ რუსეთ დამპყრობელია - კობახიძე ასე პასუხობს - "ნაცობამ არ უნდა ამოგაგდოთ ლოგიკიდან" - ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის "ერთ-ერთი მიზეზი" ნატოსკენ სწრაფვა სჭირდება.
იხილეთ: