"600 კმ-იანი საზღვარი" - ღარიბაშვილმა რუსეთთან საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა

გამოქვეყნდა:

რამდენი კილომეტრია საქართველო - რუსეთის საზღვარი? ოფიციალური მონაცემებით  საქართველოს სახმელეთო საზღვარი ოკუპანტ სახელმწიფოსთან 894  კილომეტრია, თუმცა საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზღვარი 300 კილომეტრით შეამცირა და  ბრატისლავას ფორუმზე განაცხადა, რომ პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრია. 

რამდენია საზღვარი - ეს არც ქვეყნის პირველმა მესაზღვრემ,  შს მინისტრმა იცის,  რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრის დაცვა აბარია:

"შეიძლება 540 იყოს...საქართველოს ოფიციალური საზღვარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვსაუბრობთ, მთლიან ოფიციალურ საზღვარზე განაცხადა პრემიერმა, რაცაა ოფიციალური საზღვარი რუსეთთან და არა ოკუპირებული ტერიტორიები და ვთქვათ გორთან გამავალი საოკუპაციო ხაზი", - ამბობს გომელაური ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას

ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ არ იცის რა კონტექსტში გააკეთა ღარიბაშვილმა ეს განცხადება, თუმცა მიიჩნევს, რომ "სასპეკულაციო არაფერია":

გააჩნია რა კონტექსტში იყო საუბარი, თუ საუბარი იყო საზღვრის კონტროლზე, ეს ცალკე თემაა და თუ არის საუბარი სახელმწიფო საზღვარზე, ეს ცალკე თემაა. კონტექსტი არ ვიცი რა იყო. თუ იყო საუბარი დე ფაქტო საზღვრის კონტროლის პრობლემაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება ისაუბრო სხვა ციფრზე, სახელმწიფო საზღვარი არის სახელმწიფო საზღვარი. არაფერია სასპეკულაციო" ამბობს კობახიძე.

„2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა. ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ-იანი რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა." თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი