მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ აფხაზეთში მოაწყო დემონსტრაცია - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის გააჟღერა გზავნილი: 

"როცა მივმართავ და ვითხოვ საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ასევე მივმართავ ცხინვალის და აფხაზეთის მოსახლეობას. იმიტომ, რომ ეს მოსახლეობაც ასევე იცავდა თავის იდენტობას და ასევე მე ვდგავარ იმათ გვერდზე, ვინც გუშინ აფხაზეთში მოაწყო დემონსტრაცია" განაცხადა ზურაბიშვილმა [სინქრონული თარგმანი]

შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეების მიერ მიწების მასიურად შეძენისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო ხალხი გუშინ ოკუპირებულ სოხუმში, ქუჩაში გამოვიდა.

იხილეთ რეპორტაჟი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი