სხეულზე მიმაგრებული სახით, საბაჟო საზღვარზე 400 გრამის ოქროულობა გადმოიტანა - დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა.

დანაშაული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება, რაც  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი