შეხვდება თუ არა ღარიბაშვილი ზელენსკის? - მოლდოვაში სამიტი იმართება

გამოქვეყნდა:

შეხვდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის? -  კიშინიოვში  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ისტორიული სამიტი იმართება. მოლდოვას დედაქალაქში 47 ქვეყნის ლიდერი იმყოფება. ცოტა ხნის წინ მოლდოვაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი, იქვე იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

კიშინიოვშია საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიებში. 

ეს არის პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოს პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ომის დაწყების დღიდან ამგვარი შეხვედრის შესაძლებლობა პირველად ჩნდება, თუმცა ღარიბაშვილის ადმინისტრაცია ჯერ არ პასუხობს მთავარ კითხვას, შეხვდება თუ არა პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს პირისპირ მოლაპარაკებებზე. 

[ფოტოარქივი]
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი