უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდმირ ზელენსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. სამიტს, სავარაუდოდ, ორმოცდაათამდე ევროპელი პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური დაესწრება.
ზელენსკი Telegram არზე წერს, რომ გაიმართება ბევრი ორმხრივი შეხვედრა.
"ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას და ვთავაზობთ „პატრიოტთა“ კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად", - დაწერა ზელენსკიმ.
გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ სამიტს დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ის მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.