კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირისთვის ბოდიშს იხდის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა დღეს ბოდიშით დაიწყო, რომელიც მან მძღოლებს ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი გაუგებრობისთვის მოუხადა. კახა კალაძის თქმით, გამზირზე სატრანპორტო მოძრაობის ამგვარად მოწყობა მისი პირადი ახირება არ არის, არამედ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაა და იგი დარწმუნებულია, რომ მომავალში ახალი სქემა გამართლებული იქნება.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად, ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ჩვეულებრივ ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე, მეც იგივე განწყობა და დამოუკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის, - თქვა კალაძემ. 

მისი თქმით, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებისას მათ მოიძიეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კომპანიები და ექსპერტები, ვისაც ანალოგიური პროექტები ჰქონდათ გაკეთებული. 

ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაც ჩემი ახირება ან ხუშტურები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და მაქვს ამბიცია და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც ანალოგიური პროექტები იქნას განხორციელებული, - განაცხადა ქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ხოლო 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, ცენტრალური გამზირის პარალიზებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

ამის შემდეგ თბილისის მერიამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა. მერიის ინფორმაციით, ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ, გამზირიდან მარცხნივ მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება კი აიკრძალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი