
1 ივნისის ღამეს, რუსეთმა კიევში 7 «Іскандер-М» ბალისტიკური რაკეტა და სამი ფრთოსანი რაკეტა «Іскандер-К» გაუშვა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 17 მლნ დოლარია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო მედია ცენტრი ავრცელებს.
"ერთი «Іскандер-М» რაკეტა 2 მილიონ აშშ დოლარამდე ღირს, «Іскандер-К» რაკეტის ღირებულება - 1 მლნ აშშ დოლარამდე. ანუ რუსმა ოკუპანტებმა 17 მლნ დოლარამდე დახარჯეს უკრაინის დედაქალაქზე მხოლოდ ერთი ღამის თავდასხმისთვის. და ერთადერთი "შედეგი", რასაც მიაღწიეს იყო უკრაინელი ბავშვის სიკვდილი საბრძოლო მასალის ნამსხვრევებისგან! ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!" - ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას კიევში 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.