დაზუსტებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას კიევში 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კიევის პოლიციამ დააზუსტა ინფორმაცია რუსეთის წუხანდელი სარაკეტო თავდასხმისას დაღუპული მოქალაქეების შესახებ. წინასწარი მონაცემებით საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ამბობდა, რომ დაღუპული იყო 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. 

დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი. დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს "ისკანდერის" რაკეტებით.

 ერთ-ერთი დაღუპულის ქმარი ამბობს, რომ მოქალაქეები ცდილობდნენ თავშესაფარში შესვლას, თუმცა კარი არავინ გააღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

"დესნიანსკის რაიონის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც თავშესაფრის კარები ხალხისთვის არ იყო ღია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობს უწყება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი