ღარიბაშვილი და ზელენსკის ერთმანეთს არ მისალმებიან - კადრები მოლდოვიდან

გამოქვეყნდა:

კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. მოლდოვას დედაქალაქში იმყოფებიან ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი.

მათთან ერთად არის 47 ქვეყნის ლიდერი და საუბრის მთავარი თემა ორგანიზაციის პოლიტიკური ერთობა და  ის ახალი რეალობაა, რომელიც კონტინენტს პუტინის სისხლიანმა ომმა მოუტანა. 

მოლდოვაშია საქართველოს პრემიერიც და იმ ფონზე როცა ყველა ლიდერი ხვდება ზელენსკის, ჯერჯერობით უკრაინის პრეზიდენტსა და ღარიბაშვილს შორის მისასალმებელ ეტაპზეც კი არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთობლივი ფოტოს გადასაღებად მიმავალი ზელენსკი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების ყურადღების ეპიცენტრშია, ღარიბაშვილი კი მისგან განცალკევებით დგას და არ ჰქონია არანაირი მცდელობა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მისალმებოდა. ღარიბაშვილისთვის ყურადღება არ მიუქცევია არც ზელენსკის.

შეხვდება თუ არა საქართველოს პრემიერი  ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის ფარგლებში ჯერ უცნობია. სამიტი ცოტა ხანში დაიწყება და ის დახურული იქნება.

იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი