Superjet 100 -ის თვითმფრინავი მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, Superjet 100-ის სამგზავრო თვითმფრინავი ულიანოვსკიდან ფრენისას  შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

როგორც  РИА Новости-ს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, თვითმფრინავს კონტროლის სისტემაში ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის

ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით,  ლაინერი აეროპორტში მოსკოვის დროით 14:39 საათზე დაჯდა. 

ცნობისთვის, სწორედ Superjet 100-ის თვითმფრინავებით ასრულებს ავიარეისებს კომპანია "აზიმუტი" საქართველოშიც.

იმ მიზეზით, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, რუსულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილები საზღვარგარეთიდან ვეღარ შეაქვთ, რუსეთმა Superjet-100-ის წარმოების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი