უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში ზურაბ წერეთელიც შეიყვანა

გამოქვეყნდა:

უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავს ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი. საფუძველი რუსული აგრესიის მხარდაჭერაა:

"მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.

ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას" ვკითხულობთ აღწერაში ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელი პირები არიან.

მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სიას შეემატა თამაზ და დავით გაიაშვილები, "ჯორჯიან ეარვეისი" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი