"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზე - პორტალი "ომი და სანქციები" უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. უკვე სანქცირებული პირებისა და კომპანიების პარალელურად, პორტალზე იმ ადამიანთა მონაცემებიცაა ატვირთული, რომლებიც სანქცირების კანდიდატებად განიხილებიან.
ირკვევა, რომ 2 კვრიის წინ ამ სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის ლობირებს ბიზნესმენ ევტუშენკოვის ინტერესებს სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე აქვს კავშირი რეჟიმთან, რომელიც უკრაინაში გენოციდსა და სხვადასხვა დანაშაულებს სჩადის. ინიციატივა უკრაინაის რადას დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოს ეკუთვნის.
"მე მივმართე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს, რადგან ივანიშვილი რუსეთის აგენტია, რომელსაც რუსეთის ბრძანებით საქართველოში ძალაუფლება აქვს ხელში აღებული. მან საქართველოს მთავრობა იყიდა, მას ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს საქართველო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ და გადაჰყავს საქართველო რუსულ ორბიტაზე. ამას ყოველ დღე სხვადასხვა ქმედებებით ავლენს. ეს უქმნის საფრთხეს როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში", - ამბობს გონჩარენკო.