რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს

გამოქვეყნდა:

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 15 ივნისიდან  დაიწყებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში უთხრეს, პირველი რეისები სოჭიდან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათს, 15 ივნისს და სამშაბათს, 20 ივნისს შესრულდება.

გარდა ამისა, 16 ივნისიდან ავიაკომპანია გეგმავს ფრენების განხორციელებას მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით. ინფორმაცია მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. კვირაში სამი ფრენა განხორციელდება.

 როგორც ცნობილი ხდება,  Red Wings-მა ოკუპირებული აფხაზეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.

აღნიშნული ავიაკომპანია უკრაინის მიერ სანქცირებული.

Red Wings-მა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა 19 მაისს მიიღო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი