ავიაკომპანია Red Wings, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, უკრაინაში სანქცირებულია

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია Red Wings, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოში ფრენის უფლება მისცა, უკრაინაში სანქცირებულია. 

როგორც სანქცირებული კომპანიებისა და ინდივიდებისთვის შექმნილ ვებგვერდზე ვკითხულობთ, უკრაინის მხრიდან Red Wings-ის დასანქცირების მიზეზი ის არის, რომ კომპანია რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში ოპერირებს. 

"კომპანია ოპერირებს რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო,ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას" - ვკითხულობთ ვებგვერდზე. 

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც ქართულმა მხარემ მისცა საქართველოში ფრენის უფლება, ამავე მიზეზით არის სანქცირებული უკრაინაში. 

Azimuth Airlines პირველ ფრენას საქართველოში დღეს შეასრულებს. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათისთვის დაეშვება. პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები  აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი