ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კმ-მდეა, არაკონტროლირებადი 300 - ღარიბაშვილის განმარტება

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის "600 კილომეტრიან" საზღვართან დაკავშირებით, პრემიერი ღარიბაშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველამ კარგად იცის, რომ  კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა ხოლო არაკონტროლირებადი 300 კილომეტრამდე. პრემიერს მისი განცხადების შემდეგ წამოსული კრიტიკა არ მოეწონა და ოპონენტები ტრადიციულად დაადანაშაულა რუსეთისთვის "ტერიტორიების ჩაბარებაში":

"ძალას, რომელმაც სწორედაც, რომ განაპირობა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ასევე მიუღებელია და საერთოდ სასაცილოა, რაზე  უნდა გავაკეთო კომენტარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი. არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით,“- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ბრატისლავას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ პირდაპირი საზღვარი რუსეთთან 600 კილომეტრია. მან ოფიციალური მონაცემები, რომლითაც სახმელეთო საზღვარი ოკუპანტ სახელმწიფოსთან 894 კილომეტრია, დაახლოებით 300-ით შეამცირა.

 

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი