მცხეთის საქალაქო სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობს - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. დაცვის მხარის თქმით, ბრალდებას რეალური მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი. 

დაცვის მხარის ადვოკატები მოსამართლეს სთხოვენ, რომ დაუშვებლად მიიჩნიოს გიორგი ქათამაძის, ვახო ახვლედიანის და გური ამირხანაშვილის ჩვენებები, რადგან, უფლებადამცველთა თქმით, ამ პირებს ჩვენებები რამდენჯერმე აქვთ მიცემული და ყველა ჩვენება შეცვლილია, ამიტომ ისინი არასანდრო მოწმეებად არიან მიჩნეული. ასევე ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმეში დაემატოს მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეო ფაილები, რომლებიც ბრალდებამ საქმეში არ ჩადო. 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასამართლო და პროცესი არ არის ობიექტური და არ არის კანონიერი. ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველზე, რადგან არ არსებობს მტკიცებულება ზ.ხ.-ს საქმესთან შემხებლობა, - ამბობს მისი ადვოკატი გიორგი გელხაური. 

უფლებდამცველი დალი იმნაიშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლო მათ მტკიცებულებებს არ მიიღებს, ეს ძალიან დიდი უკანონობა იქნება. 

ჩვენ მიერ დღევანდელ სხდომაზე დაყენებული იქნება მტკიცებულებათა უკმარისობის გამო დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა, - ამბობს იგი. 

პროკურატურა ამბობს, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ, რომ საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცეს.  

27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 სრულწლოვნის პირველი სასამართლო გაიმართა, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ. მოსამართლე მაია ოშხარელმა 11-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ სხდომაზე 11-დან 8 დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო. ორმა საბურთალოელმა, საბა ჩხარტიშვილმა და საბა გოგშელიძემ კი დუმილის უფლებით ისარგებლეს, ხოლო ბრალი ნაწილობრივ აღიარა ირაკლი წაქაძემ.

31 ივლისს კი სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანიც წინასწრ პატიმრობაში დატოვა

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი