გაგა ჩხეიძეზე კინოცენტრის განცხადებას თანამშრომლები ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, დავით დავითიანი,  ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძე კინოცენტრის მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებას.

როგორც დავით დავითიანი წერს, კინოცენტრის პოსტი არ წარმოადგენს მისი თანამშრომლების პოზიციას. 

"როგორც თანამშრომელი ვემიჯნები კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად რაც ბოლო დროს მოხდა", - წერს დავით დავითიანი სოციალურ ქსელში. 

კოტე ჩალიძემ კი განცხადებას "რთულად წასაკითხი" უწოდა და თქვა, რომ განცხადების დიდ ნაწილსა და პათოსს ემიჯნება.

"ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით," - წერს კინოცენტრის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრმა დღეს, 2 მაისს, გოეთეს ინსტიტუტის სტატიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ შესაძლოა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი