ქობულეთში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. საუბარია 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაზე, რომელიც  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვში 18 მაისს მოხდა. 

დაკავებულია 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, რომელიც სავარაუდო მკვლელის მამაა. მას პროკურატურა მოწმეებზე ზემოქმედებას ედავება. 

ბაჟუნაიშვილს აღკვეთის სახით მოსამართლემ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ლეღვაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამი პირი 26 მაისს დააკავა. სავარაუდო მკვლელმა კი გამოძიების ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

გიორგი ალხანიშვილი 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდა.  რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ. მას  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი