ლევან თოფაძე რეანიმაციიდან ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს - ის ჯერ არ დაუკითხავთ

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, იგი რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა ის ჯერ არ დაუკითხავთ.  

სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა გუშინ შეეფარდა - მას ბრალად ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.  საქმეზე პირველი განცხადებები გააკეთა ბრალდებულის დედამ და თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოუხადა.  ნინო ქადაგიძე-ჟვანია ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე მისივე სახლში 4 დღის წინ დაჭრეს. ის ჩვენების მიცემას სავარაუდოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც  რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

თოფაძეების ოჯახის ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ ლევან თოფაძის მდგომარეობა სტაბილურია და იგი უკვე კონტაქტურიც არის, თუმცა ჯერჯერობით ადვოკატს მასთან კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევა. 

მკურნალი ექიმის რეკომენდაციაზე ვართ დამოკიდებული ჩვენც და მათ შორის, გამომძიებელიც, როდის იქნება შესაძლებელი მისი გამოკითხვა და გამოკითხვის ოქმში შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება, - ამბობს ანთაძე.  

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ ჭრილობები დანით მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავათუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი