ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან დაიბარეს - "მთავარი არხის" ინფორმაციას ბუნდესტაგი ადასტურებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის აუდიენცია გაიმართება.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

ბუნდესტაგის საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 9 ივნისს, ვილნიუსში, NATO- სამიტამდე ერთი თვით ადრე გაიმართება. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იქნება და მისი დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაკეთდება.
 

რაზე ისაუბრებენ ღარიბაშვილი და შოლცი ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ვილნიუსში დაგეგმილი NATO-ს სამიტი და ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები იქნება.

გერმანიაში შეხვედრამდე საქართველოს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეწვევა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი