ეს "გასაოცარი გეგმა", რუსული წინადადების ანალოგია - პოდოლიაკი ინდონეზიის შეთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ინდონეზიის სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა და მას რუსული წინადადების ანალოგი უწოდა.

პოდოლიაკის თქმით, მხოლოდ ერთადერთი წინადადება არსებობს, რომლითაც რეალურად შესაძლებელია ომის დასრულება - დატოვოს რუსეთმა უკრაინის სუვერენული ტერიტორია.

"კიდევ ერთი "სამშვიდობო მოლაპარაკების" წინადადება, ამჯერად ინდონეზიისგან.  ეს "გასაოცარი გეგმა", როგორც სხვადასხვა მსგავსი გეგმები, რომლებიც ასახულია სხვადასხვა "ლენინის/დოსტოევსკის ქვეყნის მეგობრების" მიერ, რუსული წინადადების ანალოგია.

[..]

ამას სერიოზულად უნდა ვუსმინოთ? 465-დღიანი ომი თავისუფლებისთვის, რომ მოვისმინოთ კიდევ ერთი წინადადება დაჩოქებაზე? არსებობს მხოლოდ ერთი რეალური წინადადება - იმისთვის, რომ ომი მართლაც დასრულდეს და მსოფლიო საერთაშორისო სამართალს, სამართლიანობას დაუბრუნდეს, აუცილებელია, რუსეთი გავიდეს უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან...დაუყოვნებლივ. ამის შემდეგ - მოლაპარაკებები ბუფერულ ზონაზე, რაკეტებზე, რეპარაციებსა და ა.შ. და მითიური "მორიგება", რომელშიც ისინი "დანებებას" გულისხმობენ, საჭირო არაა", - წერს პოდოლიაკი. 

ინდონეზიამ უკრაინას თავისი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ინდონეზიის გეგმის ძირითადი პუნქტებია: ცეცხლის შეწყვეტა, დემილიტარიზებული ზონის შექმნა სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ და ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“ გაეროს ეგიდით. თუმცა, რა იგულისხმება "სადავო ტერიტორიებში" ეს განმარტებული არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი