დემილიტარიზებული ზონა, სამშვიდობოები და რეფერენდუმი "სადავო ტერიტორიებზე" - ინდონეზია უკრაინას საკუთარ სამშვიდობო გეგმას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

ინდონეზია უკრაინას ომის დასრულების საკუთარ სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პრაბოვო სუბიანტომ ამის შესახებ სინგაპურში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

ინდონეზიის გეგმის ძირითადი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა, დემილიტარიზებული ზონის შექმნა სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ და ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“ გაეროს ეგიდით. თუმცა, რა იგულისხმება "სადავო ტერიტორიებში" ეს განმარტებული არ არის.

დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, თითოეულ მხარეს სთავაზობს 15 კილომეტრით უკან დახევას კონტაქტის ხაზიდან და აღნიშნულ ზონაზე საერთაშორისო კონტროლის დამყარებას.

გარდა ამისა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცეული რეგიონების მცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად ჩამოყალიბება“.

შეგახსენებთ, უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ისეთი სამშვიდობო გეგმებით, რომლის პირობაც უკრაინის ტერიტორიების დათმობაა.

ამ მიდგომას იზიარებს ევროკავშირიც  და შეერთებულ შტატებშიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი