გიული ალასანიას თქმით, პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა მომდევნო კვირას მოინახულონ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მომდევნო კვირას შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა მოინახულონ.

ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა, როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა.

"როგორც ყოველთვის სისუსტე აქვს, სულ ერთი და იგივე პოზაში წევს. რამდენჯერმე აწონეს, ბოლოს 61-62 კგ თამაშობდა და ახლა აღარ ვიცი მართალი გითხრათ. [პოლონელ ექიმებზე] რაღაც მოძრაობა არის თითქოს, დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება, მომდევნო კვირას ეს უკვე შედგეს, იმედი მაქვს", - თქვა გიული ალასანიამ.

ამ წუთებში კლინიკა "ვივე მედთან" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან ენმ-ს წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი