ნიკოლ ფაშინიანი ანკარაში, ერდოღანის ინაუგურაციაზე ჩავიდა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ანკარაში, ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა. 

მას ანკარის აეროპორტში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი სერდარ კილიჩი დახვდა.

სომხეთის მთავრობის მეთაურს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სპეციალური წარმომადგენელი სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოლაპარაკებებში, რუბენ რუბინიანი.

შეგახსენებთ, დღეს ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და ამით, მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გადავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი