რატომ გაიმეტეს 26 წლის გიორგი მირზაშვილი თანატოლებმა? ბიჭის ცხედარი ოჯახმა, მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ იპოვა ჭაში დამარხული. მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ფული სახელდება. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ გიორგი მირზაშვილის მკვლელობის შემდეგ, მისივე ტელეფონით ოჯახის წევრებს ეკონტაქტებოდნენ, ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ და ასე ცდილობდნენ კვალის არევას. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ისინი დუმილის უფლების სარგებლობენ.