არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი არსებით განხილვაზე გადავიდა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმე მცხეთის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სტადიაზე გადადის. საუბარია იმ ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე, რომელიც ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი და მათი ასაკის გამო სხდომები დახურულ რეჟიმში იმართება. 

დღევანდელი პროცესის ბოლოს, მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა - არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ შეწყვეტილიყო დაკავებული არასრულწლოვნების სისხლის სამართლის დევნა. მოსამართლემ მხოლოდ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მტკიცებულებებად მიიღო ის მასალები, რომელიც ბრალდებულები მხარემ საქმეში ჩადო და არსებით განხილვაზე ორივე მხარე ამ მტკიცებულებით იხელმძღვანელებს. 

დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ არასანდო მოწმეებად ეცნო გურამ ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი სასამართლომ ესეც არ დააკმაყოფილა და ისინი სასამართლოში, არსებითი განხილვის დროს მოწმეებად დაიკითხებიან. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 18 აგვისტოს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ  31 ივლისს კი სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანიც წინასწრ პატიმრობაში დატოვა

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი