საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევისკენ მიმართული მტრის ყველა სამიზნე გაანადგურეს - პოპკო

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, 4 ივნისის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, რომლებიც კიევზე თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი.

"ღამით რუსებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, რომლებიც ტრადიციულად კასპის რეგიონიდან იყო გაშვებული სტრატეგიული ბომბდამშენებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.

წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქამდე არცერთ საჰაერო სამიზნეს მიუღწევია. ყველაფერი, რაც ქალაქისკენ მოემართებოდა, საზენიტო ცეცხლით განადგურდა", - დაწერა მან Teleram-ზე.

ცნობისთვის, 4 ივნისის ღამეს უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევის რეგიონში საჰაერო განგაში იყო ამოქმედებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა კირო  კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიში.

გარდა ამისა, რუსებმა დნიპრო დაბომბეს. თავდასხმას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, 22 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი კი, დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი