მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით 16 000 ადამიანი "კრიტიკულ ზონაშია" - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ხერსონის რაიონში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით 16 000 ადამიანი "კრიტიკულ ზონაში" იმყოფება.

"ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 16 000 ადამიანი "კრიტიკულ ზონაში იმყოფება". ევაკუაციის მატარებლები ხერსონიდან ადამიანებს უსაფრთხოდ გაიყვანენ",- წერს გერაშენკო.

გერაშენკომ ვიდეოც გამოაქვეყნა:

უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.

დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი